თევზი ესკოლარი სალათით
თევზი ესკოლარი სალათით
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
თევზის ეს სახეობა საქართველოში ნაკლებად პოპულარულია, თუმცა მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში ხშირად შევხვდებით. იგი ოკეანის თევზია და გაყინულ მდგომარეობაში იყიდება. ძალიან დახვეწილი გემოსა და ნაზი სტრუქტურის თევზია. მაღაზიებში ხშირად მას რუსულ სახელს "მასლიანკას" ეძახიან.

ინგრედიენტები

  • თევზი ესკოლარია - 4 ნაჭერი
  • კიტრი - 2
  • პამიდორი - 3
  • სალათის ფოთლები
  • ტკბილი წიწაკა - 1
  • ძმარი ბალზამიკი - 1 ს.კ
  • რეჰანი - 2 ღერი
  • შაქარი - მწიკვი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ზეთში შევწვათ ყველა მხრიდან, შემდეგ ამოვიღოთ საშრობ ქაღალდზე, რომ დაიწრიტოს ზედმეტი ცხიმისაგან.

ბალზამიკოში ავურიოთ შაქარი და მარილი.

სალათის ფოთლები ხელით დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ დაჭრილი კიტრი, პამიდორი, წიწაკა, რეჰანი და მომზადებული სოუსი.

თევზის ნაჭრები სალათზე დავაწყოთ და ცხელი მივირთვათ.