ნაღები ავთქვიფოთ ისე, რომ მყარ მასად იქცეს. ნელ-ნელა დავუმატოთ შაქარი და ფრთხილად შევურიოთ მასკარპონე.ყავას დავუმატოთ კონიაკი. სავოიარდი ყავაში ამოვავლოთ და მჭიდროდ ჩავაწყოთ ფორმაში. წავუსვათ მასკარპონეს კრემის ნაწილი. ზემოდან მოვაწყოთ მარწყვი და კიდევ გადავუსვათ კრემი. მოვაფრქვიოთ კაკაო. ზემოდან ერთ ფენად მოვაწყოთ ყავაში ამოვლებული სავოიარდი და დარჩენილი კრემი წავუსვათ. ტირამისუ 6 საათით ან მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. სერვირების წინ დესერტი მოვრთოთ მარწყვით და თანაბარი ზომის კვადრატებად დავჭრათ. გარეცხილი მარწყვი ჯერ საწურზე, შემდეგ კი ტილოზე ან ხელსახოცზე გადაიტანეთ, რომ კარგად გაშრეს. სველი მარწყვი კრემს გაათხელებს. ნაღები გამოყენებამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე საყინულეში მოათავსეთ, რადგან ცივი ნაღები უკეთ ითქვიფება. მასკარპონე - იტალიური ნაღების ყველის სახეობაა, რომელიც ტირამისუსა და სხვა დესერტებში გამოიყენება. იყიდება სუპერმარკეტებში. სავოიარდი – მოგრძო ფორმის ბისკვიტი ნამცხვარია, რომელიც ასევე იტალიური წარმშობისაა. მასკარპონეს მსგავსად ისიც შეგვიძლია მარკეტში შევიძინოთ.