ქათმის რაგუ პურის ნავში
ქათმის რაგუ პურის ნავში
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სუნელები - უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქინძი
  • სულგუნი ან სხვა რბილი ყველი - 100 გ
  • ხახვი - 2 თავი
  • არაჟანი - 200 გ
  • პურის ბატონი - 4 ცალი, პატარა
  • ქათმის ფილე - 300 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე (ე.წ. თეთრად, გაოქროსფრებამდე), დავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ხორცი. მაღალ ცეცხლზე ვშუშოთ 3 წუთი, შემდეგ ცეცხლის ალს დავუწიოთ, დავამატოთ სანელებლები, მარილი; დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი სრულად დაიფაროს. ტაფას დავაფაროთ თავსახური და დავტოვოთ 10-15 წუთით.

ცალკე ჭურჭელში გადავურიოთ არაჟანი და ყველი და შემდეგ ჩავამატოთ ტაფაზე მოთავსებულ მასაში. კარგად მოვურიოთ და 2-3 წუთში გამოვრთოთ.

პურის ბატონს მოვაჭრათ ზედა ნაწილი და კოვზის ან დანის დახმარებით ამოვაცალოთ გული ისე, რომ მივიღოთ "ნავი". ხორციანი მასა გადავანაწილოთ 4 ულუფად, სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი და დავაფაროთ ზედა ნაწილი.