როგორ მოვამზადოთ ყავა "ლატე" სწორად, სახლის პირობებში
როგორ მოვამზადოთ ყავა "ლატე" სწორად, სახლის პირობებში
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
გთავაზობთ ლატეს მომზადების რეცეპტს ყავის აპარატის გარეშე, სახლის პირობებში

ინგრედიენტები

  • შაქარი - გემოვნებით
  • რძე - 300 გ
  • წყალი - 150 მლ
  • ყავა - 4 კოვზი
  • დარიჩინი
მომზადების წესები

კლასიკურ იტალიურ ლატეში რძეს ამატებენ პროპორციით 1:1 , ეს უფრო ამძაფრებს ყავის გემოს. ლატესგან განსხვავებით, ლატე მაკიატოს მეტ რძე სჭირდება, პროპორციით 3:1, თანაც ყავაში ამატებენ რძეს და არა პირიქით. ასე ყავა ფენებად რჩება.

ჩაყარეთ ყავა და შაქარი ჯეზვეში და დაასხით ცივი წყალი. დადგით ცეცხლზე, სანამ ქაფს არ წამოიღებს.
რძე დადგით დაბალ ცეცხლზე და გააცხელეთ დაახლოებით 65-67 გრადუსამდე, ანუ დალევისათვის მისაღებ ტემპერატურაზე.
ნახევარი რძე ათქვიფეთ ბლენდერით ან სპეციალური ყავის სათქვეფით. გაწურული ყავა ჩაასხით ჭიქაში, დაამატეთ ნახევარი თბილი რძე, ზემოდან დაადეთ რძეის ქაფი, რომელიც ათქვეფისას მიიღეთ და მოაფრქვიეთ დარიჩინი.

ტეგები:
რძე ყავა ნანახია: 59232