ჟელატინი დაალბეთ ცივ წყალში 20-30 წუთი. 100 მლ ნაღები და შაქარი გააცხელეთ. შაქარი უნდა გადნეს. ჟელატინს გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, შემდეგ დაამატეთ ცხელ ნაღებში და კარგად აურიეთ რომ გადნეს. თუ ხაჭო მსხვილი მარცვლებითაა, საცერში გაატარეთ, შემდეგ ათქვიფეთ კარგად მიქსერით და ნელ-ნელა შეურიეთ ჟელატინიანი ნაღები. დარჩენილი ნაღები ცალკე კარგად ათქვიფეთ და მიქსერის გარეშე, ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს მასას.20-22 სმ დიამეტრიან ფორმას ჩაუფინეთ კულინარიული ცელოფანი და ძირზე სქელ ფენად, მჭიდროდ ჩაალაგეთ მშრალი (!) კენკრა, ზემოდან დაადეთ ხაჭოს მასა და მაცივარში შედგით გამაგრებამდე, 4-6 საათით. მზა დესერტს პარკიანად ამოიღებთ და თეფშზე გადმოაბრუნებთ. თუ ფორმას გვერდები ეხსნება, შეგიძლიათ ჯერ ხაჭო ჩაასხათ, შემდეგ ზემოდან დაადოთ ხილი