საზამთროს სანგრია ზაფხულის წვეულებებისთვის
საზამთროს სანგრია ზაფხულის წვეულებებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 20
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • წითელი ღვინო - 3-4 ლ
  • შამპანური - 1 ბოთლი
  • საზამთრო - 1 საშუალო ზომის
მომზადების წესები
საზამთრო კარგად გარეცხეთ და რამდენიმე საათი მაცივარში ჩააციეთ. შემდეგ პატარა კუბებად დაჭერით და დიდ ჭურჭელში ჩაყარეთ. დაასხით ღვინო და შეაბრუნეთ მაცივარში რამდენიმე საათი, რომ არომატები კარგად გაუჯდეს. სუფრასთან მიტანისას ჩაამატეთ ცივი შამპანური.

გამოდის საკმაოდ ბევრი სასმელი, დაახლოებით 18-20 ადამიანისთვის. შეგიძლიათ მოამზადოთ ნახევარი ულუფაც.

ისიამოვნეთ!