არომატული სოკოს კერძი კეცზე
არომატული სოკოს კერძი კეცზე
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
რეცეპტის ავტორი გახლავთ ჩვენი გვერდის მკითხველი თათია ქართლელიშვილი. მისი თქმით, ეს გახლავთ ნაღებით მომზადებული სოკოს ძალიან ნაზი და არომატული კერძი,რომელიც 15-20 წუთში მზადდება. განსაკუთრებით გემრიელი გამოვა, თუ მას ტყეში მოკრეფილი სოკოსგან მოვამზადებთ.

ინგრედიენტები

  • ყველი - 70 გ (ნაკლებად მარილიანი)
  • ნაღები 35 % - 2 ს.კ
  • სოკო - 500 გ
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი
მომზადების წესები
სოკო გავარჩიოთ და გავრეცხოთ. დიდ სოკოებს მოვაცალოთ ფეხები, ყველი გავხეხოთ და შევურიოთ ნაღები.
კეცს წავუსვათ კარაქი, ზედ მოვათავსოთ ნაღებთან და ყველთან ერთად არეული სოკო,მოვაყაროთ ჯავზი, შავი პილპილი, მარილი გემოვნებით და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
კეცის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ქოთნები, ნაღები თუ არ გვექნება, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ არაჟნით.
ტეგები:
ნაღები ბოსტნეული სოკო ყველი ნანახია: 19799