გამოსაცხობ ფორმაში დავდოთ ჯერ რგოლებად დაჭრილი მოხარშული კარტოფილი,მოვაყაროთ ცოტა მარილი, შემდეგ მოხარშული და წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე, ცალკე ავურიოთ მაიონეზი და კეტჩუპი, მოვასხათ ზემოდან, მოვაყაროთ პილპილი, მარილი, დავალაგოთ ზემოდან რგოლებად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, დავაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავაფინოთ ზედ თხელ ფენებად დაჭრილი სულგუნი და გამოვაცხოთ ღუმელში ( 200 გრადუსი, 20-25 წუთი)