ნიგვზიანი ტორტი არაჟნის კრემით
ნიგვზიანი ტორტი არაჟნის კრემით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 400 გ
კრემი:
  • სოდა - 1/2 ჩ.კ
  • დაფქული ნიგოზი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 110 გ
  • არაჟანი - 150 გ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • გამდნარი კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 60 გ
  • შოკოლადი - 100 გ
  • ნიგოზი
მომზადების წესები
გამდნარი კარაქი , შაქარი და არაჟანი ათქვიფეთ. დაამატეთ სოდა, დაფქული ნიგოზი, ფქვილი და მოამზადეთ ცომი. გაყავით სამ ნაწილად, გააბრტყელეთ თანაბარი ზომის ფირფიტებად და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. 
კრემისთვის შაქარი და არაჟანი ათქვიფეთ, დადგი ცოტა ხანს მაცივარში, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. წაუსვით კრემი ტორტის სამივე ფენას, ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი და მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი.

ტეგები:
არაჟანი შოკოლადი ნიგოზი ნანახია: 45659