მანანა კაზაკოვას საზაფხულო სალათა
+ N/A
მანანა კაზაკოვას საზაფხულო სალათა
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწყრის კვერცხი - 8 ცალი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მჟავე კიტრი - 150 გ
  • მაიონეზი - 200 გ
  • ძეხვი "სალიამი" - 300 გ
  • კონსერვირებული სიმინდი - 200 გ
  • პამიდორი - 2 ცალი
  • მაკარონი - 200 გ
  • ყველი - 200 გ
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მაკარონი მოხარშეთ მარილწყალში, გადაავლეთ ცივი წყალი და გააჩერეთ საწურზე. მოხარშეთ მწყრის კვერცხი. მოზრდილ თასში ჩაყარეთ მოხარშული მაკარონი. დაამატეთ საშუალო ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი, ყველი, ძეხვი "სალიამი", მჟავე კიტრი.

მოაყარეთ სიმინდის მარცვლები და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. დაჭყლეტილი ნიორი შეურიეთ მაიონეზს და მოასხით სალათას. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, კარგად აურიეთ. კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

იხილეთ რეცეპტის ამსახველი ვიდეო-გაკვეთილი