ქათმის და ლორის სალათა
ქათმის და ლორის სალათა
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • აჯიკა - 1 ს.კ
  • მაიონეზი - 150 გ
  • პამიდორი - 250 გ
  • პურის ნაჭერი - 100 გ
  • ლორი - 150 გ
  • ქათმის ფილე - 200 გ
  • ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესები

ყველა ინგრედიენტი თანაბარი ზომის მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. ქათმის ფილე შევწვათ ცოტა ცხიმში, მოვაყაროთ მარილი, გადმოვიღოთ ცალკე და იმავე ტაფაში შევწვათ ლორი. პური გავხუხოთ ღუმელში.
თეფშზე ავაწყოთ სალათა ფენებად. ჯერ ქათმის ხორცი და პომიდვრის ნაწილი დავდოთ, მოვასხათ ნივრის, მაიონეზისა და აჯიკის ნარევი. შემდეგ ლორი, დარჩენილი პომიდორი და კვლავ მაიონეზის ფენა. ზემოდან მოვაყაროთ გახუხული პურები.
სალათი გამოდის საკმაოდ ნოყიერი, არომატული, გემრიელი.