ტოსტები ყველით და პამიდვრით
ტოსტები ყველით და პამიდვრით
დრო 20წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • რეჰანი
  • პამიდორი ჩერი - 200 გ
  • მოცარელა ან სულგუნი - 6 ნაჭერი
  • პურის ნაჭერი - 6
  • ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ
  • ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესები
ღუმელი გაახურეთ 180-200 გრადუსზე. ტაფაზე დაალაგეთ პურის ნაჭრები, დაადეთ ყველის ფირფიტები და შედგით ღუმელში 10 წუთი, სანამ ყველი დადნება. 
პარალელურად, პამიდორი დაჭერით, მოაყარეთ მარილი (თუ საჭიროა, ყველის მარილიანობის გათვალისწინებით), პილპილი, დაჭრილი რეჰანი, დაამატეთ ნიორი და მოასხით ზეითუნის ზეთი.
ცხელ ტოსტებზე გაანაწილეთ პამიდვრის სალათა და გემრიელად მიირთვით.
ტეგები:
პური ყველი პამიდორი ნანახია: 7516