ძველებური ნამცხვარი შოკოლადისა და არაჟნის კრემით
ძველებური ნამცხვარი შოკოლადისა და არაჟნის კრემით
დრო 90წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 150 გ
  • ნიგოზი
  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • კაკაო - 3 ს.კ
  • არაჟანი - 1.5 ჭიქა
კრემი:
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • თაფლი - 2 ს.კ
  • კარაქი - 50 გ
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 3
  • ვანილი
მომზადების წესები

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, დავამატოთ თაფლი, ბოლოს გამდნარი კარაქი. შემდეგ დავამატოთ სოდა ძმრით, გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გავყოთ სამ ნაწილად.
მოვამზადოთ 26-28 სმ დიამეტრის ფორმა. ძირში დავუფინოთ ქაღალდი და თითოეული ცომის ნაწილი გავაბრტყელოთ სველი ხელებით ამ ფორმაში. გამოვაცხოთ 8-10 წუთი, 180 გრადუსზე.
კრემი მოვამზადოთ ასე: პატარა ქვაბში ავურიოთ შაქარი, ფქვილი და კაკაო. დავამატოთ არაჟანი, კარგად ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე დავდგათ. წამოვადუღოთ, გადმოვიღოთ ცეცხლიდან და ჩავამატოთ კარაქი, ვანილი, დაჭრილი ნიგოზი. კარგად ავურიოთ რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ და გავაციოთ.
მიღებული კრემი წავუსვათ ფირფიტებს, ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი. ტორტი დავჭრათ რამდენიმე საათის მერე ან მეორე დღეს.




Читайте подробнее на Lady.ruhttp://www.lady.ru/vkusno/%D0%94%D0%B5%D1%81%D0%B5%D1%80%D1%82%D1%8B/%D0%A2%D0%BE%D1%80%D1%82-%D1%81-%D1%88%D0%BE%D0%BA%D0%BE%D0%BB%D0%B0%D0%B4%D0%BD%D0%BE-%D1%81%D0%BC%D0%B5%D1%82%D0%B0%D0%BD%D0%BD%D1%8B%D0%BC-%D0%BA%D1%80%D0%B5%D0%BC%D0%BE%D0%BC

ტეგები:
კაკაო არაჟანი ნიგოზი თაფლი ნანახია: 7414