კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ, ცილა შაქართან და ვანილიან შაქართან ერთად ავთქვიფოთ, გულს და დავამატოთ რძე და ცალკე ავთქვიფოთ აქაფებამდე. შევურიოთ ფქვილი. შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს გადავურიოთ. 2 ერთნაირ ტაფაზე გავადნოთ ცოტა კარაქი, ერთზე დავასხათ ომლეტი, ძირი რომ ცოტა შეუცხვება, მოვაყაროთ ქიშმიში და გადავაბრუნოთ მეორე ტაფაზე. (იგივე ტაფაზე ამობრუნებისას შესაძლოა დაიმტვრეს). მზა ომლეტი თეფშზე გადავიტანოთ, მოვაყაროთ პუდრა და ცოცხალი ხილი.