გარგრის მურაბა ფორთოხლის არომატით
გარგრის მურაბა ფორთოხლის არომატით
დრო 40წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ფორთოხლის ცედრა - 1 ს.კ
  • შაქარი - 800 გ
  • გარგარი - 1 კგ
  • ვანილი
მომზადების წესები
მწიფე, რბილი და წვნიანი გარგარი გავრეცხოთ, კურკა გამოვაცალოთ და დავჭრათ . გადავიტანოთ ქვაბში, დავაყაროთ შაქარი და ავურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე: ხილი წვენის გამოშვებას დაიწყებს, შაქარი დნობას. პერიოდულად ამოვურიოთ, რომ არ მიგვეწვას.  
როცა შაქარი ბოლომდე გადნება და მურაბა დუღილს დაიწყებს, დაახლოებით 15-20 წუთი ვადუღოთ. ხშირად ამოვურიოთ. შუა დუღილის დროს დავამატოთ ფორთოცლის ცედრა  - მურაბას საოცარ არომატს მისცემს. დუღილის ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ ვანილი.
ცხელი მურაბა გადავიტანოთ მინის ქილებში და სახურავი მჭიდროდ დავაფაროთ.
გამოდის სქელი, არომატული მურაბა, რომელიც შეგიძლიათ გადაუსვათ კარაქიან პურს, გამოიყენოთ სხვადასხვა დესერტის მომსზადების დროს.
ტეგები:
ფორთოხალი მურაბა გარგარი ნანახია: 14105