როგორ მოვამზადოთ ნაზი და გემრიელი ხაჭო სახლის პირობებში
როგორ მოვამზადოთ ნაზი და გემრიელი ხაჭო სახლის პირობებში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ლ, სასურველია ცხიმიანი
  • ნაღები - 250 გ ნებისმიერი ცხიმიანობის
  • ნატურალური იოგურტი ან მაწონი - 250 გ
  • ლიმონის წვენი - 3 ს.კ
მომზადების წესები

დიდ ქვაბში ჩაასხით რძე და ნაღები. დადგით დაბალ ცეცხლზე. როცა  რძეში ბუშტუკები გაჩნდება (მაგრამ ადუღებამდე არ უნდა მივიდეს), დაამატეთ ლიმონის წვენი და მაწონი (ან ნატურალური იოგურტი).
რძე მაშინვე აიჭრება. თუ არ აიჭრა, ცოტა ლიმონის წვენი კიდევ დაამატეთ. აურიეთ და დადგით ცეცხლის გარეშე 5-10 წუთი.
საწურს დააფინეთ მარლის რამდენიმე ფენა და დადგით რაიმე ჭურჭელზე. დაასხით აჭრილი რძის მასა და აცალეთ დაწურვა 1-2 სთ. ძალით ნუ გაწურავთ - ხაჭო მშრალი გამოვა. მზა ხაჭო გადაიტანეთ რაიმე ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
გამოდის დაახლოებით 400-500 გრამი. დარჩენილი შრატით შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ცომი მოამზადოთ - უფრო ფუმფულა და გემრიელია ვიდრე წყალზე მოზელილი ცომი.

ტეგები:
ხაჭო ნაღები რძე ნანახია: 42109