ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და კეფირი. დაამატეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტი. მიღებული ცომი ჩაასხით საშუალო ზომის (18-20 სმ დიამეტრის) ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 30-40 წუთი. გაციებული ბისკვიტი გაჭერით ორ ფენად.შეარჩიეთ ნაზი, კრემოვანი ხაჭო, მსხვილი კოშტების გარეშე, ან გაატარეთ საცერში. კარგად ათქვიფეთ შაქართან და ვანილთან ერთად. დაამატეთ ნაღები და კიდევ ათქვიფეთ.ეს კრემი უნდა წაუსვათ ნამცხვარს შუაში, ზემოდან კი მოასხით შოკოლადის განაში.განაშისთვის ერთად გაადნეთ შოკოლადი, ნაღები და კარაქი ორთქლის აბაზანაზე. კარგად აურიეთ და მოასხით ნამცხვარს ზემოდან