დრო
60წთ
ულუფა
12
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
შოკოალდის სოუსი
- ფქვილი - 180 გ
- სოდა - 1/2 ჩ.კ
- დარიჩინი - 1 ჩ.კ
- ნაღები - 150გ (ნებისმიერი ცხიმიანობით)
- ხსნადი ყავა - 2 ს.კ, გახსნილი 2 ს.კ ცხელ წყალში
- შაქარი - 150 გ
- კვერცხი - 3
- კარაქი - 150 გ
- კარაქი - 1 ს.კ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კარაქი და შაქარი. შეათქვიფეთ კვერცხები, შემდეგ კი გაციებული ყავა. დაამატეთ გაცრილი ფქვილი, სოდა, დარიჩინი და გაანაწილეთ ცომი ცხიმწასმულ ფორმებში. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
შოკოლადის სოუსისთვის: მოათავსეთ ქვაბში ნაღები, დატეხილი შოკოლადი, კარაქი და დადგით დაბალ ცეცხლზე. ხშირად ურიეთ, რომ შოკოლადი ბოლომდე გადნეს. გააგრილეთ სოუსი და მოასხით გაციებულ კექსებს. ზემოდან მოაყარეთ ფსტა, ნიგოზი, ნუში , თხილი და ა.შ