ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 22 სმ დიამეტრის ფორმა. შოკოლადის ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. ჩატკეპნეთ ფორმის ძირში. ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი ბანანი და 15 წუთით შედგით საყინულეში. შემდეგ ზემოდან გადაანაწილეთ შერბილებული მარწყვის ნაყინი და შეაბრუნეთ ისევ საყინულეში.ამასობაში დააბლენდერეთ მარწყვი და მოასხით ზემოდან უკვე გამაგრებულ ნაყინის ფენას. შედეთ კვლავ საყინულეში სანამ მარწყვის ფენაც არ გაიყინება - დაახლ. 40-60 წუთი.შემდეგი ფენა -შოკოლადის ნაყინია, რომელსაც წინასწარ ოთახის ტემპერატურაზე დაარბილებთ, ადვილი წასასმელი რომ იყოს. ტორტი კვლავ მაცივარში უნდა შეაბრუნოთ, რათა ნაყინი გამაგრდეს.სანამ ტორტი საყინულეშია, შოკოლადის სოუსი მოამზადეთ: ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ 120 გ შოკოლადი და 20 გ ნაღები (ან უკვე მზა შოკოლადის სოუსი შეიძინეთ). შეაგრილეთ და მოასხით ტორტს. შემდეგ ისევ მაცივარში შეაბრუნეთ.შემდეგი ფენა გახლავთ ვანილის ნაყინი. წაუსვით დარბილებული ნაყინი შოკოლადის ფენის ზემოდან. შეინახეთ კვლავ საყინულეში.სუფრაზე გატანის წინ ტორტი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ გვერდები მოხსენით და თეფშზე გადაიტანეთ. მოსართავად გამოიყენეთ ათქვეფილი ნაღები, მოხალული თხილი, ხილი (ფოტოზე: ალუბლის მურაბა) და ა.შ.