4 ღერ პიტნას მოაცალეთ ფოთლები, წვრილად დაჭერით და შეურიეთ 1 კოვზ შაქარს. ხელით ასრისეთ მსუბუქად. ხაჭო, ვანილიანი შაქარი, შაქარი, ლიმონის წვენი და 4 კოვზი პიტნის სიროპი ათქვიფეთ ბლენდერში ან მიქსერით. ცალკე ათქვიფეთ ნაღებისგან კრემი. შემდეგ ეს ორი მასა ერთმანეთს შეურიეთ. მიღებული კრემი და დარჩენილი პიტნის სიროპი ფენებად გაანაწილეთ ჭიქებში, ზემოდან მორთეთ ჟოლოთი, დარჩენილი პიტნის ფოთლებით და პიტნიანი შაქრით