ორფერა ჟელე ხილით და არაჟნით
ორფერა ჟელე ხილით და არაჟნით
დრო 0წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

ხილის ფენისთვის
  • ჟელატინი - 2 ს.კ
  • ვანილიანი შაქარი - 1 პაკეტი
  • შაქარი - 120 გ
  • რძე - 100 გ
  • არაჟანი - 700 გ
არაჟნის ფენისთვის
  • ჟოლო - 300 გ
  • შაქარი - 3 ს.კ
  • ჟელატინი - 1 ს.კ
  • წყალი - 100 მლ
მომზადების წესები
არაჟნისთვის განკუთვნილ ჟელატინს დავასხათ რძე, ჟოლოსთვის განკუთვნილს წყალი. 

ჟოლო ვაქციოთ პიურედ, დავამატოთ 3 ს.კ შაქარი. დამბალი ჟელატინი გავადნოთ და შევურიოთ ხილს. შევინახოთ მაცივარში და დავიწყოთ არაჟნიანი მასის მომზადება.

რძეში დამბალი ჟელატინი გავადნოთ, არაჟანი ავთქვიფოთ ჩვეულებრივ და ვანილიან შაქართან ერთად.შევათქვიფოთ გამდნარი ჟელატინი. 

გავანაწილოთ არაჟნის კრემი ფორმებში, ზემოდან აკურატულად დავასხათ ხილის პიურე. შემდეგ ისევ არაჟანი დავასხათ, ძალიან ფრთხილად, რომ ზედმეტად არ შეერიოს ხილის ფენას. ზემოდან 2-2 კოვზი ხილის პიურე  მოვასხათ და ჩხირით შევურიოთ. 
შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით, გასამაგრებლად.

ჟოლოს ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მარწყვი, მოცხარი, მაყვალი და ა.შ.

ტეგები:
რძე არაჟანი ჟელე ჟოლო ნანახია: 27918