ბადრიჯანი სულგუნით
ბადრიჯანი სულგუნით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი - 2
  • სულგუნი - 200 გ
  • პამიდორი - 1-2
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი
  • ქინძი
  • რეჰანი ან შაშკვლავი
მომზადების წესები
ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავჭრათ სიგრძეზე და კოვზით ფრთხილად ამოვაცალოთ გული, ისე რომ კანი არ დავუზიანოთ.  ამოღებული გული წვრილად დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი და ნიორიც, მოვშუშოთ ზეთიან ტაფაზე ბადრიჯნის გულთან ერთად. 
მწიფე, რბილ პამიდორს გავაცალოთ კანი. გამოვაცალოთ თესლიზედმეტ წვენთან ერთად და რბლობი წვრილად დავჭრათ. დავამატოთ ტაფაში ბადრიჯნის გულს და რამოდენიმე წუთი ერთად ვშუშოთ. დავამატოთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ასევე ქინძი ან რეჰანი, სურვილით.

მიღებული ფარშით ამოვავსოთ ბადრიჯანი, ზემოდან მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი და შევწვათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ ბადრიჯანი დარბილდება, ყველი კი შეწითლდება.