ნახევარ ჭიქა თბილ წყალს ან რძეს შევურიოთ საფუარი, 1 კოვზი ფქვილი და ამდენივე შაქარი. ვადროვოთ 10 წუთი.ღრმა ჯამში გავცრათ ფქვილი, დავამატოთ დარჩენილი თბილი რძე, საფუვრიანი რძე, გამდნარი კარაქი, მარილი. მოვზილოთ ცომი და დავდგათ ასაფუებლად.გაფუებული ცომი გავყოთ ორად, თითოეული გუნდა გავაბრტყელოთ 1 სმ სისქეზე ( ცომი დაახლოებით 28 სმ დიმატრზე იშლება და გამოცხობა 2 ეტაპად უწევს). გადავიტანოთ პერგამენტის ქაღალდჩაფენილ ტაფაზე. მოვამზადოთ გულსართი: ხაჭოს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი. ყველი გავხეხოთ, მოხარშული ქათმის ფილე დავანაწევროთ.ცომზე გავანაწილოთ ხაჭოს მასა, შემდეგ ქათმის ფილე, ზემოდან კი მოვაყაროთ ყველი. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, 15-20 წუთი