ხახვის ღვეზელი
ხახვის ღვეზელი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 4 ს.კ
  • კვერცხი - 3
  • ხახვი - 3 თავი
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • ყველი - 100 გ
მომზადების წესები
ხახვი დავჭრათ ალყა-ალყად და მოვშუშოთ  ზეთში.  შუშვის დროს დავამატოთ შავი პილპილი.
კვერცხი ავთქვიფოთ, დავამატოთ არაჟანი. შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი.
ფენოვანი ცომის 2/3 ნაწილი ჩავაფინოთ ფორმაში (22 სმ) , ამოვუყვანოთ გვერდები 3-4 სმ-ზე. ძრში გავანაწილოთ მოშუშული ხახვი, ზემოდან დავასხათ კვერცხიანი მასა. 
დარჩენილი ცომი დავჭრათ ლენტებად და კვარედინად დავალაგოთ ღვეზელის თავზე. გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი, სანამ ოქროსფერი არ გახდება.