ახალი მარწყვი დავაბლენდეროთ. თუ გაყინული მარწყვია, სანახევროდ გავადნოთ და თავის წვენიანად დავაბლენდეროთ. მიღებულ პიურეს დავამატოთ ჟელატინი და ვაცალოთ დალბობა, შემდეგ დავამატოთ შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი. კარგად ავურიოთ და დაბალ ცეცხლზე გავათბოთ, თან ვურიოთ, ჟელატინი რომ გადნეს. მაგრამ არ უნდა ადუღდეს. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ და მიქსერით კარგად ავთქვიფოთ 5-6 წუთი. მასა უნდა გაღიავდეს და შესქელდეს. ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი და ჩავასხათ ნარევი, შევდგათ მაცივარში გასამაგრებლად. გამაგრებული რახათ-ლუხუმი გადმოვიღოთ ფორმიდან, დავჭრათ და მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.