სამარხვო ნაყინი ქოქოსის რძით
სამარხვო ნაყინი ქოქოსის რძით
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სახამებელი - 2 ს.კ
  • შაქარი - 100 გ
  • ქოქოსის რძე - 450 გ
  • ვანილი
მომზადების წესები
სამარხვო ნაყინი მზადდება ქოქოსის რძის ბაზაზე. ეს პროდუქტი სუპერმარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ. შეარჩიეთ მაღალცხიმიანი  რძე.
ქოქოსის რძის ქილა გახსნამდე კარგად შეანჯღრიეთ. ხშირად მას არაერთგვაროვანი სტრუქტურა აქვს, ნაწილი თხევადია, ნაწილი ჩასქელებული. ცალკე გადაასხით ნახევარი ჭიქა რძე. დანარჩენი ჩაასხით ქვაბში. დაამატეთ შაქარი ან თაფლი დასატკბობად. გაათბეთ, რომ შაქარი ბოლომდე გადნეს. შემონახულ რძეში გახსენით სახამებელი და ჩაამატეთ ქვაბში. 
გააგრძელეთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ, მასა უნდა შესქელდეს, მაგრამ დუღილის საშუალებას ნუ მისცემთ. ჩაამატეთ ვანილი.
ნაყინი უკვე მზადაა. გააგრილეთ, ჩაასხით კონტეინერში და შედგით საყინულეში. 30-40 წუთში ერთხელ გამოიღეთ და კარგად აურიეთ ჩანგლით, რომ დაკრისტალების საშუალება არ მიეცეს.
მირთმევის წინ, თუ ძალიან მაგარია, ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ რამდენიმე წუთი და მორბილდება. გაითვალისწინეთ, რომ ქოქოსის რძიანი ნაყინი უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ჩვეულებრივ რძეზე დამზადებული.

ამ ნაყინს აქვს გამოკვეთილი ქოქოსის გემო. შეგიძლიათ დაამატოთ რაიმე ხილი, მაგალითად მარწყვი. ასეთ შემთხვევაში, მარწყვი დაჭერით და  ცოტაოდენ შაქართან ერთად   მოამზადეთ სიროპში: რამდენიმე წუთით ადუღეთ დაბალ ცეცხლზე, როგორც მურაბა. გაციების შემდეგ დაამატეთ ნაყინის მასას. ხილის გარდა, შეგიძლიათ დაამატოთ შოკოლადი, თხილი და ა.შ.
ფოტოზე: იგივე ნაყინი მარწყვით
ტეგები:
ნაყინი ქოქოსის რძე ნანახია: 13186