დრო
10წთ
ულუფა
4
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- მარწყვი - 6-8 ცალი
- კივი - 1
- არაჟანი - 2-3 ს.კ
- ხაჭო - 200 გ
- ანანასი - 100 გ
- მზა ბლინი - 8 ცალი
- შოკოლადი
მომზადების წესები
გასუფთავებული ხილი დავჭრათ. ანანასი დასაშვებია ცოცხალიც და კონსერვირებულიც. შეგვიძლია სხვა ნებისმიერი ხილიც გამოვიყენოთ.
ხაჭო გავატაროთ საცერში ან პირდაპირ ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად. დავამატოთ 1 პაკეტი ვანილიანი შაქარი.
მზა ბლინებზე დავანაწილოთ ხაჭოს კრემი, ხილი და გადავახვიოთ. დავჭრათ მცირე ულუფებად. შეგვიძლია მოვაყაროთ გახეხილი შოკოლადი. და მივიტანოთ სუფრასთან.