ხუთ წუთში მოსამზადებელი ცომი ღვეზელებისთვის
ხუთ წუთში მოსამზადებელი ცომი ღვეზელებისთვის
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საფუარი - 11 გ (1 პატარა პაკეტი)
  • რძე - 500 მლ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • მარილი - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 4 ჭიქა (შეიძლება ცოტა მეტიც დასჭირდეს)
  • ზეთი ან კარაქი - 2 ს.კ
მომზადების წესები
ეს ცომი თავისი სიმარტივით გამოირჩევა. 5 წუთში მზადდება, გულში შეგიძლიათ ჩაუდოთ რაც გნებავთ, ცხვება ღუმელშიც და ტაფაზეც. გამოდგება სხვადასხვა სახის ღვეზელისთვის, პიცისთვის. 

ცომის ყველა ინგრედიენტი ერთად მოაათავსეთ და მოზილეთ. არ არის საჭირო რძის წინასწარ გათბობა, საფუარის წინასწარ გახსნა. მხოლოდ კარაქი შეურიეთ ფქვილს თითებითან პირდაპირ ზეთი დაამატეთ  მის ნაცვლად. შემდეგ კი მთლიანი მასა მოზილეთ. ცომი უკვე მზადაა. მიღებული ცომი შედგით მაცივარში მინიმუმ 2 საათით ან სულაც მთელი ღამით.  შეგიძლიათ აუჩქარებლად დაკავდეთ  სხვა საქმეებით,  ცომი არ გაფუჟდება, არც ამჟავდება, მეორე დღეს უკეთესიც კი გახდება. ცომი რბილია, ხელს არ ეკვრის, კარგად ბრტყელდება. უხდება როგორც მარილიანი, ისე ტკბილი შიგთავსი, მათ შორის ხილის.
ტეგები:
ღვეზელი ცომი ნანახია: 121663