სწრაფი ღვეზელები ფენოვანი ცომით
სწრაფი ღვეზელები ფენოვანი ცომით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ყველი - 150 გ
  • ლორი - 200 გ
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • კვერცხი - 1
მომზადების წესები
მზა ფენოვანი ცომი გავშალოთ, გავაბრტყელოთ 2-3 მმ სისქეზე და დაახლოებით 8-10 სმ სიგანეზე. სიგრძეზე გავანაწილოთ დაჭრილი ლორი და გახეხილი ან დაჭრილი ყველი. გადავახვიოეთ რულეტივით და დავჭრათ  დაახლოებით 3 სმ სიგანის ნაჭრებად.

დავალაგოთ ტაფაზე, ზემოდან გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და შევდგათ გამოსაცხობად 180 გრადუსზე, დაახლოებით 20 წუთი
ტეგები:
ფენოვანი ცომი ლორი ყველი ნანახია: 16187