კიტრის მწნილი 1 დღეში
კიტრის მწნილი 1 დღეში
დრო 0წთ
ულუფა 0
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი - 1 სავსე ს.კ 1 ლ წყალზე
  • კიტრი - დაახლოებით 2 კგ
  • ნიორი - 6-7 კბილი
მომზადების წესები

კიტრი კარგად გავრეცხოთ. თუ ახალი მოკრეფილი არ არის, დავტოვოთ ცივ წყალში 2 საათით. მოვაჭრათ ყუნწები. 
მწვანილი გავრეცხოთ, ნიორი გავარჩიოთ, წყალი ავადუღოთ. 
ქილის ძირში ჩავტკეპნოთ მწვანილების ნაწილი, ნიორი და აკურატულად, მჭიდროდ ჩავალაგოთ კიტრი. დავასხათ მდუღარე წყალი, რომელშიც გახსნილია მარილი. ზემოდან დავალაგოთ დარჩენილი მწვანილი. 
დავტოვოთ მწნილი მეორე საღამომდე - ის უკვე მზად იქნება!

*რეცეპტში ძმარი არ ფიგურირებს.

ტეგები:
კიტრი მწნილი ნანახია: 91577