ფარშირებული პამიდორი -გემრიელი საზაფხულო კერძი
ფარშირებული პამიდორი -გემრიელი საზაფხულო კერძი
დრო 35წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანილი - (რეჰანი, ოხრახუში, ქინძი)
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 2 კბილი
  • ხახვი - 1
  • საქონლის ფარში - 300 გ
  • მოხარშული ბრინჯი - 100 გ
მომზადების წესები
პამიდორი შეარჩიეთ საშუალო ზომის, მოერიდეთ ზედმეტად დარბილებულს. თავი მოაჭერით და კოვზით ამოაცალეთ გული. 
ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი, ბრინჯი, მწვანილი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და  გაანაწილეთ პამიდვრებში.

დაალაგეთ  ფორმაში, მოასხურეთ ცოტაოდენი ზეთი (უხდება ზეითუნის) და მოამზადეთ 200 გრადუსზე 20 წუთი დაახლოებით.  ზემოდან შეიძლება ყველიც მოაყაროთ.

პამიდვრის გარდა, ფარშის ჩადება შეიძლება შუაზე გაჭრილ ტკბილ წიწაკაში,ყაბაყში დიდი ზომის ხახვში.

ტეგები:
ფარში ბრინჯი ხორცი პამიდორი ნანახია: 21762