როგორ მოვამზადოთ სურნელოვანი ექსტრაქტები სახლში
როგორ მოვამზადოთ სურნელოვანი ექსტრაქტები სახლში
დრო 5წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
სხვადასხვა არომატული ექსტრაქტის სახლში მომზადება წარმოუდგენლად ადვილია. ისინი არაჩვეულებრივ არომატს შესძენს საკონდიტრო ნაწარმსა და კრემებს. მოამზადეთ ვანილის, ლიმონის, ფორთოხლის და პიტნის ესენციები საკუთარი ხელით

ინგრედიენტები

ციტრუსის ექსტრაქტისთვის
  • არაყი - 100 მლ
  • პიტნა - 4-6 ტოტი
პიტნის ექსტრაქტისთვის
  • 1 ლიმონის ცედრა
  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • არაყი - 100-100 მლ
მომზადების წესები
ნებისმიერი ექსტრაქტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ალკოჰოლის ბაზა. ეს შეიძლება იყოს ხარისხიანი მაღალგრადუსიანი არაყი ან სპირტი.  

ვანილის ექსტრაქტის რეცეპტი უკვე დევს ჩვენს გვერდზე, ამიტომ აღარ გავიმეორებთ და იხილეთ მითითებულ ბმულზე: ვანილის ექსტრაქტის რეცეპტი

ლიმონისა და ფორთოხლის ექსტრაქტი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ცალცალკე, ასევე ერთად, შერეულად. ორივე შემთხვევაში, შესაბამის მინის ჭურჭელში მოათავსეთ ციტრუსის მხოლოდ ყვითელი კანი, თეთრი გარსის გარეშე  და დაასხით ალკოჰოლი.

პიტნის ექსტრაქტისთვის პიტნა წინასწარ გარეცხეთ და გააშრეთ, მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაახით ალკოჰოლი. 

შეინახეთ კარადაში, მზისგან დაცულ ადგილას დაახლოებით 10-15 დღე.  ნაყენი ფერს შეიცვლის და მთელი არომატი ალკოჰოლში გადავა.  შეგიძლიათ დაამატოთ კექსის ცომში, კრემებში და ა.შ.
ტეგები:
ლიმონი ფორთოხალი პიტნა ვანილი ნანახია: 27557