მზა ფენოვანი ცომი მსუბუქად გააბრტყელეთ, სამ თანაბარ მართკუთხედად გაჭერით, თითოეული ჩანგლით დაჩხვლიტეთ (ეს ხელს შეუშლიც ცომის ზედმეტ ამოფუებას ცხობისას). გამოაცხეთ 190 გრადუსზე 10-15 წუთი, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. ცომის ნაჭრები გამოცხობამდე მაცივარში შეინახეთ..მოამზადეთ კრემი: კვერცხის გულები, ფქვილი და 2 ს.კ შაქარი ერთად ათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ რძე, ვანილი, დარჩენილი შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ხშირად ურიეთ, რომ ბუშტუკებით დუღილის საშუალება არ მისცეთ. დაახლოებით 2-3 წუთში კრემი შესქელდება. გადმოდგით და გააციეთ.ორთქლზე გაადნეთ შოკოლადი, შემდეგ კარგად გააგრილეთ. წაუსვით ცომის ერთ ფირფიტას. თეთრი ხაზები თეთრი შოკოლადით შეგიძლიათ დაახატოთ.ათქვიფეთ ნაღები კრემის კონსისტენციამდე და შეურიეთ მოხარშულ, გაციებულ კრემს.. წაუსვით კრემი ორ ფირფიტას, ზემოდან დაადეთ შოკოლადწასმული ფირფიტა და 30 წუთით მაცივარში შეინახეთ ნამცხვარი. ამ დროის გასვლის შემდეგ შეგიძლიათ დაჭრათ და სუფრასთან მიიტანოთ