შოკოლადის ნამცხვარი მუსით
შოკოლადის ნამცხვარი მუსით
დრო 60წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • კაკაო - 1/4 ჭიქა
  • კარაქი - 200 გ
  • სოდა - 1/3 ჩ.კ
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა (ჭიქა=250მლ)
მუსი
  • კვერცხი - 2
  • შოკოლადი - 300 გ
  • ნაღები 35 % - 200 გ
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. მოამზადეთ ფორმა (18X28 სმ) და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
შეურიეთ ფქვილი, სოდა,  შაქარი, გამდნარი კარაქი და კაკაო. კარგად აურიეთ და ჩაასხით ფორმაში. გამოაცხეთ დაახლოებით 20 წუთი. გამოცხობის შემდეგ ბოლომდე გააციეთ ფორმაშივე. 

შოკოლადი ორთქლზე გაადნეთ. შეურიეთ კვერცხის გულები. ცალკე ცილისგან ათქვიფეთ ბეზე.  და შეურიეთ შოკოლადი. ათქვიფეთ ცივი ნაღებიც და დაამატეთ მუსს. ფრთხილად შეურიეთ. მიღებული მუსი გადაანაწილეთ უკვე გამომცხვარ ბისკვიტზე და შედგით საყინულეში გასაყინად. შემდეგ დესერტი დაჭერით, მორთეთ სურვილისამებრ და მიიტანეთ სუფრასთან.
თუ გაყინვა არ გინდათ, შეგიძლიათ უბრალოდ მაცივარში გააციოთ რამდენიმე საათით.
ტეგები:
შოკოლადი მუსი ნანახია: 7202