დაწნული შებოლილი სულგუნის სალათა
დაწნული შებოლილი სულგუნის სალათა
დრო 15წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კიბორჩხალას ჩხირები - 250 გ
  • შებოლილი სულგუნი - 250 გ
  • კიტრი - 2
  • კვერცხი - 2
  • მაიონეზი - 150 გ
მომზადების წესები
ათქვიფეთ კვერცხი და შეწვით 2 ცალი კვერცხის "ბლინი". გააციეთ და დაჭერით ჩხირებად.  ასევე დაჭერით კიტრი და კიბორჩხალას ჩხირები. 
სულგუნის "ნაწნავი" რამოდენიმეგან გადაჭერით ისე, რომ დაშლის შემდეგ საშუალო ზომის ჩხირები მიიღოთ. ყველა ინგრედიენტი აურიეთ და მოასხით მაიონეზი.