ფარშირებული პამიდორი - მარტივი საზაფხულო კერძი
ფარშირებული პამიდორი - მარტივი საზაფხულო კერძი
დრო 30წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კამა და ოხრახუში
  • მწვანე ხახვი - 4-5 ღერო
  • ხაჭო - 100 გ
  • ყველი - 200 გ
  • პამიდორი - 10 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი - 2 ს.კ
მომზადების წესები
პამიდორს მოაჭერით თავი და კოვზით ამოუღეთ გული. შიგნიდან ცოტა მარილი მოაფრქვიეთ და ხელსახოცზე პირქვე დაალაგეთ, რომ ზედმეტი წვენი გაუვიდეს.
გახეხილ ზომიერად მარილიან ყველ დაამატეთ ხაჭო და ჩანგლით ასრისეთ. დაამატეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა და ოხრახუში, ასევე გაჭყლეტილი ნიორი. დაამატეთ არაჟანი, მარილი (თუ საჭიროა) და პილპილი.
ამოავსეთ თითოეული პამიდორი ამ ფარშით და მიიტანეთ სუფრასთან


ტეგები:
ხაჭო ბოსტნეული ყველი პამიდორი ნანახია: 62461