გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსზე. მზა ფენოვანი ცომი გააბრტყელეთ ზომაზე 25X20 სმ. ზემოდან წაუსვით ნუთელა, და მოაყარეთ ნიგოზი. ცომი რულეტივით გადაახვიეთ ორი მხრიდან ცენტრისკენ და ბასრი დანით დაჭერით 1 სმ სისქეზე. ფორმას დააფინეთ ქაღალდი, ჩაალაგეთ ნამცხვრები და გამოაცხეთ დაახლოებით 15-20 წუთი ან სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.