ჯამში ათქვიფეთ შესქელებული რძე და კვერცხი. დაამატეთ სოდა ძმრით, ფქვილი და კაკაო. მიღებული ცომი ორ ნაწილად გაყავით და გამოაცხეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 18-20 სმ დიამეტრის ფორმაში. მოამზადეთ კრემი: ფქვილი და შაქარი აურიეთ, შეათქვიფეთ კვერცხი და დაასხით რძე. კარგად შეურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე, თან ხშირად ურიეთ. კრემი რომ შესქელდება, გადმოდგით, დაამატეთ დამტვრეული შოკოლადი და კარაქი. კარგად ათქვიფეთ და გააციეთ, შემდეგ წაუსვით ფირფიტებს და მორთეთ სურვილისამებრ.