ქათმის ფილეს დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და შევწვათ ტაფაზე ცოტაოდენ ზეთში. წიწაკა გავასუფთავოთ თესლისგან და დავჭრათ კუბებად, სომინდისა და ლობიოს კონსერვი გადავწუროთ. პამიდორს თესლი გავაცალოთ და დავჭრათ მსხვილ კუბებად. ხახვი დავჭრათ სასურველ ზომაზე. ნიორი დავჭყლიტოთ. ყველაფერი ერთმანეთში შევურიოთ, დავამატოთ მწვანილი, მოვასხათ სოუსი და კარგად ავურიოთ.სოუსი: ლიმონის წვენი, ზეთი, მდოგვი, მარილი, პილპილი და შაქარი ავურიოთ ერთმანეთში .