მოვხარშოთ კარტოფილი (ისე, რომ ბოლომდე არ დარბილდეს), გავაცალოთ კანი, გავაგრილოთ და გავხეხოთ. საშუალო ზომის ნაჭრებად დავჭრათ შაშხი "მანდოლინა", კანგაცლილი და თესლგამოცლილი 3 ცალი პომიდორი, ბულგარული წიწაკა და სოკო.საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაყაროთ გახეხილი კარტოფილი. ხელით კარგად დავტკეპნოთ და გავანაწილოთ ისე, რომ ფორმის გვერდებზეც ამოვიდეს. კარტოფილის მასას მოვაყაროთ მარილი და პილპილი. დავაწყოთ დაჭრილი ინგრედიენტების ნახევარი, მოვაყაროთ გახეხილი ყველის ნაწილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მოვასხათ ათქვეფილი კვერცხის და რძის მასა, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შემდეგ დავაწყოთ დარჩენილი ინგრედიენტები, მოვაყაროთ ყველი და ზემოდან დავაწყოთ ბეკონი და თხელ, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი პომიდორი. გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთის შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და გავაჩეროთ კიდევ 20 წუთი, სანამ კვერცხი არ გამყარდება.იხილეთ ვიდეო-რეცეპტი