ყველის სუპი ბოსტნეულით
ყველის სუპი ბოსტნეულით
დრო 30წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჰოლანდიური ყველი - 220 გ (ან მდნარი ყველი)
  • ფქვილი - 2 ს.კ
  • ბულიონი ან წყალი - 1 ლ
  • ბროკოლი - 350 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კარაქი - 2 ს.კ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
ხახვი წვრილად დაჭერით, სტაფილო გახეხეთ და ორივე მოშუშეთ 2 ს.კ კარაქში. დაამატეთ ფქვილი, სწრაფად მოურიეთ და ორიოდე წუთი შუშეთ. შემდეგ დაასხით წყალი ან ბულიონი და წამოადუღეთ. ჩაამატეთ ბროკოლის ყვავილედები და ადუღეთ რამოდენიმე წუთი, სანამ ბოსტნეული დარბილდება. შემდეგ დაამატეთ გახეხილი ყველი, მარილი და პილპილი. კარგად მოურიეთ რომ ყველი ჩადნეს. 
წვნიანი მზადაა!