დრო
0წთ
ულუფა
10
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 300 გ (უკურკო)
სოუსი
- არაჟანი - 150 გ
- კვერცხი - 4
- ლიმონის წვენი - 1 ს.კ
- 1 ლიმონის ცედრა
- ვანილი
- სახამებელი - 1 ს.კ
- შაქარი - 120 გ
- ხაჭო - 650 გ
- კარაქი - 80 გ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
- წითელი ღვინო - 120 მლ (ან წყალი)
- შაქარი - 80 გ
- ლიმონის წვენი - 2 ს.კ
- სახამებელი - 4 ჩ.კ
- წყალი - 4 ს.კ
მომზადების წესები
ფხვიერი ნამცხვარი დავქვათ ან დავხვნათ, შევურიოთ გამდნარი კარაქი. კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ 22-24 სმ დიამეტრის ფორმაში და ჩავტკეპნოთ. ამოვუყვანოთ გვერდებიც.
ავთქვიფოთ ხაჭო, შაქარი, ვანილი, სახამებელი, ლიმონის ცედრა და წვენი . დავამატოთ კვერცხის გულები და არაჟანი. კიდევ ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ცილისგან ბეზე და დავამატოთ ხაჭოს მასას. დავასხათ კრემი ფორმაში, გამოვაცხოთ 160 გრადუსზე დაახლოებით 45-55 წუთი. გამოვრთოთ ღუმელი და დავტოვოთ ჩიზქეიქი შიგნით 20 წუთით, შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ ფორმაში, ბოლოს შევდოთ მაცივარში 4 საათით.
ამის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან და მოვასხათ ალუბლის სოუსი.
სოუსის მოსამზადებლად ქვაბში შევურიოთ ღვინო, ალუბალი, შაქარი, ლიმონის წვენი და წამოვადუღოთ. ვხარშოთ 5 წუთი. წყალში გავხსნათ სახამებელი და დავამატოთ. ვხარშოთ კიდევ 3 წუთი შესქელებამდე. გავაციოთ და მოვასხათ ჩიზქეიქს