ბრინჯის სალათი ანანასის ნავში
ბრინჯის სალათი ანანასის ნავში
დრო 30წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწვანე ხახვი
  • ტკბილი წიწაკა, წითელი - 1 ცალი, პატარა
  • სტაფილო - 70 გ
  • კეშიუ - 50 გ
  • ანანასი - 1 ცალი
  • კრევეტები - 200 გ
  • მოხარშული ბრინჯი - 2 ჭიქა
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი - 3 ს.კ
  • ხახვი - 1 თავი
  • ნიორი - 2 კბილი
მომზადების წესები
ანანასი გაჭერით შუაზე, ამოაჭერით რბილობი. ქერქი შეინახეთ სალათის ჩასადებად, რბილობი კი დაჭერით.
ტაფაში გააცხელეთ  1 ს.კ ზეთი და მობრაწეთ ნივრის 1  კბილი,დაჭრილი.  არომატს რომ გაუშვებს,  დაამატეთ კრევეტები და დაბრაწეთ 2-3 წუთით. შემდეგ ამოიღეთ ისინი, დაამატეთ ტაფაში კიდევ 2 ს.კ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, დაჭრილი სტაფილო და წიწაკა.  შემდეგ დაამატეთ მოხარშული ბრინჯი, ანანასის ნაჭრები. შუშეთ რამდენიმე წუთი საშუალო ცეცხლზე. დაამატეთ მარილი და პილპილი, მოხალული კეშიუ, ბოლოს დაამატეთ მზა კრევეტებიც. გადმოიღეთ ცეცხლიდან, კარგად აურიეთ და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.
მზა კერძი გადაიტანეთ ანანასის ნავებში და ისე მიიტანეთ სუფრასთან