ალუბლის ჩიზქეიქი "black forest"
ალუბლის ჩიზქეიქი "black forest"
დრო 720წთ
ულუფა 12
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სახამებელი - 1 ს.კ
  • შაქარი - 2 ს.კ
  • ალუბალი, გაყინული ან ცოცხალი - 400 გ
სოუსი
  • შაქარი - 100 გ
  • კაკაო - 2 ს.კ
  • კვერცხი - 2
  • კრემ-ყველი (cream cheese) - 400 გ
  • შავი შოკოლადი - 150 გ
კრემი:
  • გამდნარი კარაქი - 80 გ
  • შოკოლადის ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 200 გ
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ.კ
ნაღების კრემი
  • ნაღები 35 % - 150-200 გ
  • შაქრის პუდრი - 1-2 ს.კ
  • ვანილი
მომზადების წესები

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით კარაქი 22 სმ ფორმას.
მოამზადეთ ნამცხვრის ძირი: დაფქვით შოკოლადის ნამცხვარი. დაამატეთ გამდნარი კარაქი. კარგად აურიეთ და დატკეპნეთ ფორმის ძირში. გამოაცხეთ 8 წუთი, რათა გამაგრდეს და უფრო ხრაშუნა გახდეს.

დატეხილი შოკოლადი გაადნეთ ორთლზე და გააგრილეთ.
ათქვიფეთ კრემ-ყველი შაქართან და კაკაოსთან ერთად. შეათქვიფეთ კვერცხები სათითაოდ. დაამატეთ გაგრილებული შოკოლადი და მიღებული კრემი გადაიტანეთ ფორმაში. შედგით ღუმელში და გამოაცხეთ დაახლოებით 45-50 წუთი, სანამ ზედაპირი არ შეშრება.
გააციეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

მეორე დღეს მოამზადეთ ალუბლის ტოპინგი (სოუსი) ალუბალს კურკა გამოაცალეთ, გამოსული წვენი ცალკე გადაწურეთ. ამ წვენში გახსენით სახამებელი. ალუბალს დააყარეთ შაქარი და დადგით საშუალო ცეცხლზე. ხშირად ურიეთ. რომ წამოდუღდება, ჩაამატეთ სახამებელი. კარგად აურიეთ. სოუსი მალევე შესქელდება. გადმოდგით და დაამატეთ ლიმონის წვენი. სოუსი გააციეთ და გამოყენებამდე მაცივარში შეინახეთ.

სუფრაზე მიტანის წინ, ჩიზქეიქი ამოვიღოთ ფორმიდან. ნაპირები მოვრთოთ ათქვეფილი ნაღებით, შუაში კი დავასხათ ალუბლის სოუსი.

ნაღების კრემისთვის კარგად გაციებულ ნაღებს დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრი, ავთქვიფოთ გასქელებამდე და საკონდიტრო შპრიცით მოვრთოთ დესერტი.