ჟოლოს კექსი
ჟოლოს კექსი
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟოლო - 300 გ
  • ვანილი
  • ვაშლი - 1
  • ფქვილი - 210 გ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 150 გ
  • დარბილებული კარაქი - 150 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ.კ
მომზადების წესები
დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ სანამ ფუმფულა მასა არ გახდება.სათითაოდ დაამატეთ კვერცხები. შემდეგ დაამატეთ ვანილი, მწიკვი მარილი და გახეხილი ვაშლი. 
ბოლოს დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

კექსის ფორმას წაუსვით ცხიმი ან ჩააფინეთ ქაღალდი.  გადაიტანეთ ცომის ნაწილი, მოაყარეთ ჟოლო, კვლავ ცომის ნაწილი, ისევ ჟოლო. ზემოდან გადაუსვით დარჩენილი ცომი. გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 40-45 წუთი.

გაციებულ კექსს შეგიძლიათ მოაყაროთ პუდრა ან გადაუსვათ ათქვეფილი ნაღების (ან მოხარშული) კრემი, ზემოდან კი მორთოთ ცოცხალი ჟოლოთი.
ტეგები:
ვაშლი კექსი ჟოლო ნანახია: 31505