ხაჭოს კრემიანი ტარტი მოცვით
ხაჭოს კრემიანი ტარტი მოცვით
დრო 60წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 100 გ
  • შაქარი - 150 გ
  • ვანილი
  • კვერცხი - 2
  • ხაჭო - 500 გ
კრემი:
  • კვერცხი - 1
  • კარაქი - 100 გ
  • შაქარი - 50 გ
  • ფქვილი - 200 გ
  • მოცვი (გაყინული ან ახალი) - 200 გ
მომზადების წესები
კარაქი და ფქვილი ხელით ავსრისოთ ან კომბაინში ავურიოთ ისე რომ ფხვიერი მასა მივიღოთ. დავამატოთ შაქარი, 1 კვერცხი (ან 60 მლ ცივი წყალი კვერცხის ნაცვლად). კარგად ავურიოთ. მიღებული ცომი გავაბრტყელოთ, ჩავაფინოთ 22-24 სმ ტარტის ფორმაში და შევდოთ მაცივარში.
მოვამზადოთ კრემი: ხაჭო ავთქვიფოთ შაქართან, არაჟანთან და კვერცხთან ერთად. დავამატოთ ვანილიც.  გამოვიღოთ მაცივრიდან ცომი და გავანაწილოთ  მასზე კრემი. ზემოდან მოვაყაროთ ხილი. 
გამოვაცხოთ დაახლოებით 40 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.


მოცვის ნაცვლად, შეგვიძლია სხვა ხილი გამოვიყენოთ: მარწყვი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ.