ტორტი "ტირამისუ" - დესერტი, რომლის გასინჯვაც ღირს!
ტორტი "ტირამისუ" - დესერტი, რომლის გასინჯვაც ღირს!
დრო 0წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მაგარი ყავა - 150 მლ
დასანამად
  • შავი შოკოლადი - 100 გ
  • შაქრის პუდრი - 60 გ
  • მასკარპონე - 400 გ
  • ნაღები 35 % - 400 გ
კრემი:
  • გამდნარი კარაქი - 25 გ
  • სახამებელი - 25 გ
  • შაქარი - 100 გ
  • ფქვილი - 100 გ
  • კვერცხი - 4
  • ყავის ლიქიორი kahlua - ან სხვა, რომელიც გაქვთ, 100 მლ
  • კაკაო - მოსართავად
მომზადების წესები
ფქვილი და სახამებელი გავცრათ.  შაქარი და კვერცხები კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, ისე რომ მოცულობაში გასამმაგდეს.  ფრთხილად შევურიოთ ფქვილი, მიქსერის გარეშე. შემდეგ შევურიოთ გამდნარი კარაქი. 
20-22 სმ დიამეტრის ფორმას ჩავაფინოთ ძირში ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. ფორმას გვერდებზე ცხიმს ნუ წავუსვამთ.გამოვაცხოთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთი. ფერის მიხედვით მივხვდებით მზად არის თუ არა.
ბისკვიტი ბოლომდე გავაციოთ და გავჭრათ სამ ფენად.

ყავა და ლიქიორი შევურიოთ ერთმანეთს. შოკოლადი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. მასკარპონე შაქრის პუდრასთან ერთად ავთქვიფოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები გასქელებამდე და შევურიოთ მასკარპონეს.

დავიწყოთ ტორტის აწყობა. თითოეული ფენა დავნამოთ ყავით და წავუსვათ კრემი. პირველ და მეორე ფენას, კრემის ზემოდან შოკოლადიც მოვაყაროთ. მესამე ფენას ტორტის გვერდებს ასწვე წავუსვათ კრემი. მაგრამ შოკოლადი მხოლოდ გვერდებზე მოვაყაროთ (შეგვიძლია სხვაგვარადაც მოვრთოთ). სასურველია, რომ ტორტი მაცივარში მთელი ღამით გავაჩეროთ. შემდეგ საცერის დახმარებით ზემოდან კაკაო მოვაფრქვიოთ.

უგემრიელესი ტორტი უკვე მზადაა და შეგვიძლია მივირთვათ!

აქვე იხილეთ მასკარპონეს სახლში მომზადების რეცეპტი
ტეგები:
შოკოლადი ტირამისუ მასკარპონე ნანახია: 61408