ასეთი არომატული ზეთი თქვენს სალათებს და კერძებ საოცარ არომატს მიანიჭებს, ამასთან ერთად ძალიან მარტივად მზადდება.ზეთი შეიძლება დამზადდეს სხვადასხვა არომატით და შესაბამისად, სხვადასხვა კერძებს მოუხდება. მაგალითად: წიწაკიანი და ნივრიანი ზეთი - სალათებისთვის, თბილი ტოსტებისთვის. რეჰანიანი პამიდვრის სუპისა და სხვა მსგავსი კერძებისთვის და ა.შ.შევარჩიოთ მინის ჭურჭელი, ჩავაგდოთ მასში ნივრის კბილები, ქონდრის 2-3 ტოტი და მსუბუქად გასრესილი პილპილის მარცვლები. დავასხათ ზეთი და დავდგათ ჭურჭელი კარადაში 7-10 დღე. თუ გსურთ, რომ უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი, ნიორი და წიწაკა დაჭერით და ისე დაამატეთ.სხვა ვარიაციები: 1. 200 მლ ზეთი, 2 კბილი ნიორი, წითელი წიწაკის ნაჭერი.2. 200 მლ ზეთი, 2 კბილი ნიორი, 2-3 ტოტი რეჰანი/შაშკვლავი/ბაზილიკი.