გუფთები სოკოს სოუსში
გუფთები სოკოს სოუსში
დრო 40წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სოკო - 200 გ
  • მარილი და პილპილი
  • მოხარშული ბრინჯი - 100 გ
  • ხახვი - 1 თავი
  • კვერცხი - 1
  • საქონლის ფარში - 500 გ
  • ნაღები - 200 გ
  • ოხრახუში
  • გახეხილი ყველი - 50 გ
მომზადების წესები
შეურიეთ ერთმანეთში წვრილად დაჭრილი ხახვი, ფარში, მოხარშული ბრინჯი, კვერცხი, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და გააკეთეთ პატარა ბურთულები.  შეწვით ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში

სანამ გუფთები იწვება, მეორე ტაფაში მოშუშეთ დაჭრილი სოკო და ხახვი.  დაასხით ნაღები, დაამატეთ მარილი და პილპილი. სოუსი უკვე მზადაა.

როცა გუფთები ორივე მხრიდან შეიწვება, დაასხით სოკოს სოუსი და წამოადუღეთ. შეგიძლიათ გახეხილი ყველიც მოაყაროთ. 
მზა კერძს მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.




ტეგები:
ნაღები ხორცი სოკო გუფთა ნანახია: 6450