მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის კექსი ჩაისთვის
მარტივად მოსამზადებელი შოკოლადის კექსი ჩაისთვის
დრო 80წთ
ულუფა 10
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შოკოლადის წვეთები - 1 ჭიქა+ მოსართავად
  • ქოქოსის ფანტელი - 1/2 ჭიქა
  • რძე - 2/3 ჭიქა
  • სოდა - 1 ჩ.კ
  • ფქვილი - 400 გ
  • კაკაო - 2-3 ს.კ
  • კვერცხი - 3
  • შაქარი - 180 გ
  • დარბილებული კარაქი - 250 გ
მინანქარი
  • შაქრის პუდრი - 3 ჭიქა
  • კაკაო - 1/2 ჭიქა
  • ცხელი წყალი - 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

მიქსერით ათქვიფეთ კარაქი და შაქარი, სანამ ჰაეროვან მასას არ მიიღებთ. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. შემდეგ შეურიეთ რძე. დაამატეთ ფქვილი, კაკაო და სოდა. ბოლოს ჩაამატეთ შოკოლადის წვეთები ან ჩვეულებრივი დაჭრილი შოკოლადი და ქოქოსი. 

მიღებული ცომი გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ კექსის ფორმაში. გამოაცხეთ 160-180 გრადუსზე.

მოამზადეთ შოკოლადის მინანქარი:  ჯამში მოათავსეთ გაცრილი პუდრა და კაკაო. დაამატეთ ცხელი წყალი და თან თქვიფეთ ხელით, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან კრემოვან სპრედს.  წაუსვით ნამცხვარს, მოაყარეთ ზემოდან შოკოლადის წვეთები.
გემრიელად მიირთვით. 

*ჭიქა = 250 მლ

ტეგები:
კექსი კაკაო შოკოლადი ქოქოსი ნანახია: 49274